კლუბის წესდება
სსიპ ჯამბულ წურწუმიას სახელობის თბილისის№94 საჯარო სკოლის ციფრული წიგნიერების კლუბის
წესდება
მუხლი 1. ზოგადი დებულება
-
კლუბი “(DW)” მოსწავლეთა გაერთიანებაა, რომელიც დაარსდა №94 საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებლის, ნარგიზ ქილიფთარის ინიციატივით;
-
კლუბი აწევრიანებს №94 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ნებაყოფლობის საფუძველზე;
-
კლუბი იმართება ლიდერთა საბჭოს მიერ; კლუბის სპიკერის არჩევა ხდება ერთი წლის ვადით, კლუბის წევრების შემადგენლობიდან.
-
კლუბს აქვს შემუშავებული პროგრამა (დანართი №1);
-
კლუბის შეფასება ხდება ყოველწლიურად სპეციალურად შემუშავებული შეფასების კითხვარის შესაბამისად (დანართი №2)
-
კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო და სლოგანი;
-
კლუბის სახელწოდებაა "ციფრული სამყარო" "Digital world" (DW)
-
კლუბის სლოგანია „ჩვენ შევძლებთ!“
-
კლუბის იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი. ბ. ჭიჭინაძის ქ.N15/ა;
კლუბის კურატორი რუსული ენის მასწავლებელი: ნარგიზ ქილიფთარი.
მუხლი 2. კლუბის მიზნები და ამოცანები
2.1 მოსწავლეთათვის შემოქმედებითი და კოგნიტური საქმიანობისთვის თავისუფალი სივრცის შექმნა,
2.2 სასკოლო პროგრამების მხარდაჭერა, ციფრული საგანმანათლებლო ბაზის შექმნა, ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში მონაწილება და ამით, მოსწავლეთა მოტივაციის და ჩართულობის გაზრდა;
2.3 Microsoft და Veb2 ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, თამაშების, ელექტრონული წიგნების, და სხვა რესურსების შექმნა და ცოდნის გაზიარება;
2.4 პრეზენტაციისა და დისკუსიის უნარების გამოვლინება და განვითარება, მიღებული ცოდნის ადაპტირება ყოფა-ცხოვრებაში;
2.5 თანამშრომლობითი და პროექტებით სწავლების ხელშეწყობა.
მუხლი 3. კლუბში გაწევრიანება და წევრობის შეწყვეტა
3.1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ამავე სკოლის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს;
3.3. კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობით ამ წესდების დანართი №3 ან დანართი №4 -ით დამტკიცებული ფორმით;
3.4. კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
3.5. კლუბის წევრს ეკრძალება იმოქმედოს ორგანიზაციის სახელით კურატორთან შეთანხმების გარეშე;
3.6. კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან;
3.7. კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) კლუბის წევრთა ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს;
გ) მოსწავლის ამორიცხვის, გარიცხვის, სტატუსის შეჩერების შედეგად.
მუხლი 4. კლუბის მართვა და გადაწყვეტილებების მიღების წესი
4.1. კლუბს ჰყავს კურატორი (მასწავლებელი), რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად წარადგინოს კლუბი მესამე პირებთან, უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას, განაგოს კლუბის ქონება;
4.2. კლუბის მართვაში მონაწილეობს ლიდერთა საბჭო;
4.3. კლუბში ინფორმაციის გავრცელებაზე პასუხს აგებს კლუბის საინფორმაციო მენეჯერი.
4.4. გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლებით სარგებლობენ კლუბის წევრები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ დამსწრეთა უმრავლესობით.
მუხლი 5. კლუბის ფუნქციები
-
ახალგაზრდების ინტერესების დაცვა;
-
ახალგაზრდების ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
-
მჭიდრო თანამშრომლობა სკოლის ადმინისტრაციასთან, მათთან ერთად სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
-
მოსწავლეებში და პროექტებში მონაწილეობის წახალისება.
-
საკუთარი თავის გამოხატვა და თვითრეალიზაცია;
-
შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ციფრული წიგნიერების სფეროში;
-
კომუნიკაციის ინსტრუმენტების გამოყენება, ინფორმაციაზე წვდომის, მისი მართვის, ინტეგრაციის, შეფასებისა და შექმნისთვის;
-
ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა;
-
მოსწავლეებში კომუნიკაციის, თანამშრომლობის, პრეზენტაციის ორგანიზაციული უნარების განვითარების ხელშეწყობა;
-
მოსწავლეთა სასკოლო აქტივობებში ჩართულობის ამაღლება და სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება;
-
ახალგაზრდების, როგორც აქტიური მოქალაქეების გაძლიერება და კლუბური ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა სკოლებში;
-
ახალგაზრდების დახმარება ცოდნის ამაღლებაში, დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაში;
-
მოსწავლეების თავისუფალი, სრულყოფილი და თანაბარუფლებიანი პიროვნებებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
მუხლი 6. ლიდერთა საბჭო
-
ლიდერთა საბჭო შედგება ლიდერთა საბჭოს ცხრა წევრისაგან;
-
ლიდერთა საბჭოს წევრებს ირჩევენ კლუბის წევრები ფარული კენჭისყრით;
-
კლუბის ლიდერის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს კლუბის წევრებს და კლუბის ხელმძღვანელს;
-
კლუბის ლიდერის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება შესაბამისად ახალი ლიდერის არჩევამდე;
-
ლიდერთა საბჭო გეგმავს მომავალ ღონისძიებებს, განიხილავს შემოსულ წინადადებებს, უწევს მონოტორინგს კლუბის მუშაობას, მონაწილეობს სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში;
-
ლიდერთა საბჭო ირჩევს საინფორმაციო მენეჯერს, საჭიროების შემთხვევაში განიხილავს მისი იმპიჩმენტის საკითხს.
მუხლი 7. კლუბის წევრები
-
კლუბის წევრის უფლებაა:
ა) მონაწილეობდეს კლუბის შეხვედრებში;
ბ) მონაწილეობა მიიღოს კლუბის მიერ დაგეგმილ აქტივობებში;
გ) მიიღოს ინფორმაცია კლუბის საქმიანობის შესახებ.
-
კლუბის წევრის მოვალეობაა:
ა) დაიცვას კლუბის წესდება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
ბ) გაუფრთხილდეს კლუბის ღირსებას და ავტორიტეტს;
გ)აქტიური მონაწილეობა მიიღოს დაგეგმილ ღონისძიებებში და საკუთარი წვლილი შეიტანოს კლუბის ეფექტურ ფუნქციონერებაში.
მუხლი 8. კლუბის მუშაობა
8.1. კლუბი იკრიბება საჭიროებიდან გამომდინარე;
8.2. კლუბი მუშაობს წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმით;
8.3. კლუბის კურატორი ქმნის Teams ჯგუფს, სადაც განთავსდება შემდეგი ინფორმაცია საორგანიზაციო საკითხების, კლუბის წევრთა შეკრებისა და ციფრული პლატფორმების, პროგრამებისა და ვებგვერდების შექმნის და გამოყენების პრაქტიკული გაკვეთილები;
მუხლი 9. ცვლილებების შეტანა
წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება შესაბამისი წინადადების წევრთა გაერთიანებულ სხდომაზე განხილვისა და დამტკიცების შედეგად.
მუხლი 10. კლუბის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები
კლუბის საქმიანობა წყდება:
ა) კლუბის წევრების გადაწყვეტილებით, თუკი კლუბმა დაკარგა აქტუალურობა (მოსწავლეებში დაინტერესება);
ბ) კლუბის მოქმედების ვადის გასვლით.
კლუბის დამფუძნებელი /ნარგიზ ქილიფთარი/